ახალი ბორჯომი

სამშენებლო კომპანია

ჩვენ შესახებ

სამშენებლო კომპანია ახალი ბორჯომი ჩამოყალიბდა 2016 წელს. 2016-2017 წლებში დაიწყო დღეს არსებული პროექტებისთვის მიწის ნაკვეთების შეძენა, რომლებიც შეირჩა ეკოლოგიურად სუფთა გარემოსა და ადგილმდებარეობის მიხედვით.

 

კომპანია „ახალი ბორჯომი“ სამშენებლო დეველოპერულ ბაზარზე ინოვაციური ინიციატივით გამოჩნდა და გეგმავს თავისი სამშენებლო არეალის გაფართოვებას.

 

2018 წლიდან კომპანიამ აქტიურად დაიწყო კოტეჯებისა და ვილების მშენებლობა ბაკურიანი, ცემი, სადგერის ტერიტორიაზე. ამჟამად დასრულებულია 4 ვილა და მიმდინარეობს კიდევ 12 კოტეჯის მშენებლობა, რომელიც დასრულდება 2019 წლის ბოლომდე.

 

ყველა ობიექტის მშენებლობა წარმოებს უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალით, რასაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კომპანიის მხრიდან.

 

კომპანია ასევე ახორციელებს ახალ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ბორჯომის ცენტრში, მშვიდ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას.

ჩვენი მთავარი ღირებულება მაღალი ხარისხი და პროფესიონალიზმია. ჩვენ ვზრუნავთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში კომფორტული საცხოვრებელი პირობების შექმნაზე და გთავაზობთ ცხოვრების ახალ ელფერს.