ახალი ბორჯომი

სამშენებლო კომპანია

2019-11-13

სიახლე კურორტ ტბაზე

 

კომპანია „ახალმა ბორჯომმა“ მიიღო: ბორჯომის რაიონში კერძოდ კურორტ „ტბა“-ზე სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კოტეჯების მშენებლობის ნებართვა, რის საფუძველზეც კომპანიამ 2019 წლის 15 ოქტომბრიდან დაიწყო საკომუნიკაციო სამუშაოების შესრულება მიწის ნაკვეთზე, კერძოდ: სასმელი წყლის სისტემის და ელექტრო ენერგის საჰაერო ქსელის მოწყობა. აღნიშნული სამუშაოების შესრულების პარალელურად მოხდა კურორტ „ტბა“-ზე მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების ძველი, დაზიანებული ღობეების ჩანაცვლება ახლით, რომელიც ამ ეტაპისთვის დასრულებულია.

 

სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კოტეჯების მშენებლობა კურორტ „ტბა“-ზე დაიწყება 2020 წლის გაზაფხულზე და დასრულდება 2020 წლის ბოლოს.

 

მშენებლობასთან დაკავშირებულ სიახლეებს მოგაწვდით ეტაპობრივად.