ახალი ბორჯომი

სამშენებლო კომპანია

ჩვენ შესახებ

სამშენებლო კომპანია ახალი ბორჯომი ჩამოყალიბდა 2016 წელს. 2016-2017 წლებში დაიწყო დღეს არსებული პროექტებისთვის მიწის ნაკვეთების შეძენა, რომლებიც შეირჩა ეკოლოგიურად სუფთა გარემოსა და ადგილმდებარეობის მიხედვით.

 

კომპანია „ახალი ბორჯომი“ სამშენებლო დეველოპერულ ბაზარზე ინოვაციური ინიციატივით გამოჩნდა და გეგმავს თავისი სამშენებლო არეალის გაფართოვებას.

 

კომპანია ,,ახალი ბორჯომი“ არის მაღალკვალიფიციური დეველოპერული კომპანია, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საკურორტო ზონებში, აწარმოებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კოტეჯების, ვილების და ბინების მშენებლობას. მშენებლობები გამოირჩევა მრავალფეროვანი დიზაინითა და ხარისხით.

 

2018 წლიდან კომპანიამ აქტიურად დაიწყო კოტეჯებისა და ვილების მშენებლობა, ბაკურიანი, ცემი, სადგერის ტერიტორიაზე. კურორტ სადგერში უკვე დასრულებულია ორი ვილის და ექვსი კოტეჯის მშენებლობა.

 

კომპანიის მიერ პროექტის ფარგლებში ,კურორტ ცემში ტყის პირას უკვე დასრულდა ექვსი კოტეჯის მშენებლობა. 

 

კომპანია „ახალი ბორჯომი“-ს მიერ კურორტ ტბაზე ახალი პროექტის განსახორციელებლად, შეძენილ იქნა 1800 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. აღნიშნულ ლოკაციაზე 2020 წელს კომპანიამ დაიწყო 8 საცხოვრებელი ვილის მშენებლობა, რომლის ტერიტორიაზე იქნება საცურაო აუზი.

 

2019 წლის სექტემბერში ქ.ბორჯომში, გრიგოლ რობაქიძის ქ. N5გ-ში საფუძველი ჩაეყარა მრავალფუნქციური (მრავალბინიანი) საცხოვრებელი აპარტამენტების მშენებლობას, პროექტით გათვალისწინებული მშენებლობის დასრულებას კომპანია 2021 წლის დასაწყისში გეგმავს.

 

ჩვენი მთავარი ღირებულება მაღალი ხარისხი და პროფესიონალიზმია. ჩვენ ვზრუნავთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში კომფორტული საცხოვრებელი პირობების შექმნაზე და გთავაზობთ ცხოვრების ახალ ელფერს.