ახალი ბორჯომი

სამშენებლო კომპანია

2019-12-19

ბორჯომის ახალი ელფერი

ნებისმიერ კომპანიისთვი სუმნიშვნელოვანესია შექმნას პროდუქტის ღირებულება, რომელიც მომხამრებლის საჭიროებებს, მოლოდინებს და სურვილებს გადმოსცემს. ყველაზე კარგ შემთხვევაში კი მისცეს იმაზე მეტი სარგებელი ვიდრე მომხმარებელი წარმოიდგენდა პროდუქტის შეძენის მომენტში.

 

და რა არის კომპანია ,,ახალი ბორჯომი"-ს ღირებულების განაცხადი და რატომ უნდა გახდეთ ბორჯომის რაიონში უძრავი ქონების მფლობელი?

 

დავიწყოთ ციფრებით! - 2019 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით საქართველოში ტურისტები რაოდენობა 4.7 პროცენტით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. საქართველოში შემოსული ტურისტების წილი ბორჯომის მუნიციპალიტეტში სტანდარტულად 4-5 პროცენტია..თუმცა ჩასვლის მიზანი "დასვენება" ყოველწლიურად იმატებს.. ასევე, საკმაოდ აქტიურია შიდა ტურიზმიც, რომლის სტატისტიკაშიც  ქართველების ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოგზაურობის ძირითადი მიზეზი დასვენებაა.

ეს მონაცემები ნამდვილად შეგვიძლია გამოვიყენოთ დასტურად, რომ ბორჯომი ეტაპობრივად ვითარდება, როგორც მოთხოვნადი დასასვენებელი ადგილი.

და რა უწყობს ხელს ბორჯომის მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციას?

მთა და ტყე - ბორჯომში მთები და ხშირი ულამაზესი ტყეები ქმნიან ჰავას, რომელიც მალამოდ ედება, გულის და ფილტვების ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს. აქ დასვენება ამშვიდებს და ტონუსს მატებს ნერვულ სისტემას, აუმჯობესებს სასიცოცხლო პროცესების რეგულაციას და ზრდის ორგანიზმის გამძლეობას ინფექციური პათოლოგიების მიმართ.

 

სამკურნალო მინერალური წყლები- ბორჯომის წყალი ზევით დედამიწის ზედაპირზე 8-10 კმ სიღმიდან ამოდის, მას მრავალფეროვანი სამკურნალო თვისებები გააჩნია, იგი ეფექტურია კუჭ-ნაწლავის და თირკმლის დაავადების სამკურნალოდ,  ასევე დადებითად მოქმედებს, სისხლძარღვებზე, ნერვულ სისტემაზე და სასუნთქ გზებთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

 

ბაკურიანი - სამთო-სათხილამურო კურორტია, რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვანი ტრასებით და ულამაზესი ბუნებით, შედეგად ზაფხულშიც შესანიშნავი დასასვენებლი ადგილია.

 

თუმცა ბუნების მრავალფეროვნების მიუხედავად კურორტის პოპულარიზაციისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი განვითარება/გაახლება. რაც მოიცავს ფეშენებელურ სასტუმროებსა და სხვა ატრაქციებთან ერთად, შესაბამისი მაღალი სტანდარტების საცხოვრებელ კორპუსებსა და კოტეჯებს.

 

შესაბამისად, ჩვენმა კომპანიამ თავისი სახელიდან გამომდინარე დაარსების პირველივე დღიდან დაიწყო აღნიშნულ საკითხზე ზრუნვა. ამ მომენტში უახლესი სტანდარტების მშენებლობები მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადგილებში. (ბორჯომი, სადგერი, ბაკურიანი, ცემი, ტბა) მათი მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დასრულებულია და მიმდინარეობს რეალიზაცია. გარდა ამისა, ჩვენი კომპანია ზრუნავს მუნიციპალიტეტში სკვერების კეთილმოწყობაზეც, რაც დამსვენებლისთვის და ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია.

 

მშენებლობები არქიტექტორული მრავალფეროვნებით, ხარისხით და დიზაინის დახვეწილობით გამოირჩევა, რაც პირადი გამოყენების გარდა, კარგ შესაძლებლობას იძლევა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს სტაბილური და სტრატეგიულად სწორი ინვესტიციის განხორციელება.

 

რატომ?

 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ  ბორჯომის რაიონი მზარდი საკურორტო ზონაა, შესანიშნავი დასასვენებელი ადგილია ოჯახებისა  და ლაშქრობის მოყვარულთათვის...აღნიშნული ადამიანები კი უპირატესობას სასტუმროებზე მეტად ანიჭებენ აპარტამენტებს და კოტეჯებს...ჩვენთან ბინის შეძენა პირდაპირ გაძლევთ საშუალებას, თქვენი უძრავი ქონება აქციოთ წარმატებულ ინვესტიციად აღნიშნული სეგმენტის დახამრებით..როგორც ქართველებზე ასევე უცხოელებზე გაქირავებით.

 

და რადგან კომპანია, "ახალი ბორჯომი" ზრუნავს თვითეულ პოტენციურ მომხმარებელზე, ყველა დაინტერესებულ პირს სთავაზობს უფასო კონსულტაციას Airbnb-ის მოხმარების წესების შესახებ, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ უამრავი უცხოელი ტურისტი მოიზიდოთ თქვენს აპრატამენტში თუ კოტეჯში.