ახალი ბორჯომი

სამშენებლო კომპანია

2020-09-30

კურორტი ,,ტბა'' დასვენების შესაძლებლობას მთელი წლის განმავლობაში გპირდებათ

კურორტი ტბა ბორჯომის რაიონში ბორჯომიდან 9, ხოლო კურორტ ცემიდან 2 კილომეტრის მოშორებით ზღვის დონიდან 1250 მეტრზე მდებარეობს.

კურორტ ტბას გარშემო ნაძვნარი აკრავს, ძირითადად წარმოდგენილია წიწვოვანი ტყეებით (ნაძვი, სოჭი, ფიჭვი).

კლიმატი ხასიათდება ზომიერად რბილი, საკმაოდ თოვლიანი ზამთრით და ზომიერად თბილი, მშრალი ზაფხულით.

ტბა ბალნეოლოგიური კურორტია, რომელიც გამოირჩევა უნიკალური ადგილმდებარეობით.

ჰაერი ძალიან სუფთა და გამჭირვალეა.

აქ შესაძლებელია სუნთქვის ორგანოთა და სხვა დაავადებების მკურნალობა.

მთის კურორტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბავშვებისთვის.

კურორტი ტბის მიდამოებში შესაძლებელია ექსკურსიების მოწყობა და სხვადასხვა ხურორთმოძღვრული ძეგლებისა და ულამაზესი ადგილების მონახულება.

კურორტთან ახლოს მდებარეობს დაბის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, სადგერის დედათა მონასტერი, მჟავე წყლები, ჩანჩქერი..

20-25 წუთის სავალ გზაზე ჩამოედინება მდინარე ბორჯომულა.

საუკეთესო კლიმატი, წიწვოვანი ტყეები, ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემო და უნიკალური ბუნება წელიწადის ნებისმიერ დროს გელოდებათ კურორტი ტბის ტერიტორიაზე.

კურორტ ტბაზე კომპანია ,,ახალმა ბორჯომმა'' დაიწყო პროექტის პირველი ეტაპის განხორციელება.

სწორედ ამ ულამაზეს ადგილას კომპანია გეგმავს 8 საცხოვრებელი ვილის აშენენბას.