ახალი ბორჯომი

სამშენებლო კომპანია

2020-09-16

კურორტი ცემი დაუვიწყარი დასვენების შესაძლებლობას ოთხი სეზონის განმავლობაში ქმნის !

კურორტი ცემი მდებარეობს მდინარე ბაკურიანისწყლის(მტკვრის აუზი) მარცხენა მხარეს.

ზღვის დონიდან 1120 მეტრზე, ქალაქ ბორჯომიდან 12 კილომეტრის მანძილზე.

ცემის კურორტი გამოირჩევა განსაკუთრებული მიკროკლიმატით და ეკოლოგიით.

კურორტს გარშემო უმეტესად წიწვოვანი ტყეები ეკვრის. 

კურორტი მთელი წლის განმავლობაში ფუნქციონირებს.

ულამაზესი ბუნება, სუფთა ჰაერი, სამკურნალო თვისებების მქონე ჰავა, ხედები და კოხტა, კომფორტული კოტეჯები შესანიშნავ გარემოს ქმნის დასვენებისთვის.

ცემში შესაძლებელია სუნთქვის ორგანოთა ქრონიკული დაავადებების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების, ნერვული სისტემის ფუნქციური და სხვა დაავადებების მკურნალობა.

მკურნალობასთან ერთად კურორტს დიდი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა დაავადებების საპროფილაქტიკოდ და ორგანიზმის გასაკაჟებლად.

განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს მთის კურორტს ბავშვებისთვის.

იმისთვის,რომ დამსვენებლებმა კურორტ ცემში თავი სრულიად კომფორტულად იგრძნონ, ულამაზესი და ჯანსაღი გარემოს გარდა მათ ხვდებათ სამშენებლო კომპანია "ახალი ბორჯომი''-ს მიერ თანამედროვე არქიტექტურით, უახლესი ტექნოლოგიებით, უმაღლესი ხარისხის მასალით და დახვეწილი დიზაინით აშენებული საცხოვრებელი კოტეჯები.

კომპანია "ახალი ბორჯომი'' ირჩევს ისეთ ლოკაციებს მშენებლობისთვის, სადაც ყველა საჭირო პირობის შექმნაა შესაძლებელი თქვენი სრულფასოვანი და ბედნიერი დასვენებისთვის.