ახალი ბორჯომი

სამშენებლო კომპანია

2021-02-03

უძრავი ქონება, როგორც დამატებითი შემოსავლის წყარო

როგორც უკვე თქვენთვის ცნობილია კომპანია „ახალი ბორჯომი“-ს მიერ კურორტ „სადგერში“ დასრულდა 6 საცხოვრებელი კოტეჯის მშენებლობა.
კოტეჯები სრულად არის მორგებული დამსვენებლის და მომავალი მესაკუთრის კომფორტულ ცხოვრებაზე, რაშიც იგულისხმება კოტეჯის სრული აღჭურვა ავეჯით და ტექნიკით, ცენტრალური გათბობა, ტელევიზია, საყოფაცხოვრებო ნივთები 6 პერსონაზე. ტერიტორია მთლიანად შემოღობილია და დაცულია.
კოტეჯები მდებარეობს მოთხოვნად საკურორტო ზონაში, რომელიც დღითიდღე ვითარდება, ცნობილი ხდება და მომხმარებელის რაოდენობაც საგრძნობლად გაიზარდა.
კომპანიამ მიმდინარე სეზონზე უკვე დაიწყო მის საკუთრებაში არსებული  კურორტ „სადგერში“ მდებარე კოტეჯების გაქირავება, რამაც საკმაოდ მაღალი მოთხოვნა, გაქირავება დასვენების მიზნით და დადებითი გამოხმაურება გამოიწვია.
საყურადღებოა ის ფაქტიც რომ კოტეჯის შეძენის შემთხვევაში მფლობელებს და ასევე განვადებით შეძენის შემთხვევაშიც მომავალ მესაკუთრეებს საშუალება ეძლევათ წლის ნებისმიერ სეზონზე უძრავი ქონების გაქირავებით მიიღონ დამატებითი შემოსავალი.
მფლობელის ან მომავალი მესაკუთრის სურვილის შემთხვევში კომპანია „ახალი ბორჯომი“ უზრუნველყოფს მართვის ხელშეკრულების გაფორმებას, რაც გულისხმობს კომპანიის დახმარებით უძრავი ქონების გაქირავებას, თქვენთვის დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით.
აღნიშნული მომსახურებით სარგებლობისას კომპანია „ახალი ბორჯომი“ თავად იზრუნებს თქვენივე საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე პოტენციური დამქირავებლის მოზიდვაზე, ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმებაზე, კოტეჯის მოვლა-პატრონობაზე, დალაგებასა და კომუნალური ხარჯების დაფარვაზე.