სამშენებლო კომპანია „ახალმა ბორჯომმა“, კორპუსისა და კოტეჯების აქტიური მშენებლობის პარალელურად, გადაწყვიტა შეიტანოს თავისი წვლილი, ქ. ბორჯომში, ინფრასტრუქტურის განვითარებაში, კერძოდ: ტერიტორიების გამწვანების, კეთილმოწყობისა და სავარჯიშო სივრცეების შექმნაში. სამშენებლო კომპანია „ახალ ბორჯომ“_სა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
„ახალი ბორჯომი“ იღებს ვალდებულებას, ქალაქ ბორჯომში, უზრუნველყოს ზემოთ აღნიშნული პროექტის განხოერციელება.რაც გულიხსმობს : ქ. ბორჯომში მესხეთის ქ. #105-ის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას. ქ. ბორჯომში ე.წ. „დიდი მინდორის“ ტერიტორიაზე და რაზმაძის ქ.#33-ის მიმდებარედ, მოაწყოს სავარჯიშო სივრცე. ქ. ბორჯომში რუსთაველის ქუჩაზე, მუსიკალური სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყოს დასასვენებელი სივრცე, კერძოდ, განათავსდეს სკამები და მაგიდები.
პ.ს. კომპანიის მთავარი ღირებულებაა მაღალი ხარისხი, პროფესიონალიზმმი და საქმისადმი კეთილგანწყობა. სწორედ კეთილი ნებისა და სურვილის საფუძველზე, კომპანია „ახალმა ბორჯომმა „ გადაწყვიტა ქალაქის კეთილმოწყობა და გალამაზება. სამომავლოდაც აპირებს წვლილის შეტანას ქ. ბორჯომის გალამაზებასა და განვითარებაში.