ახალი ბორჯომი

სამშენებლო კომპანია

2019-10-30

კორპუსი ბორჯომში

ქალაქ ბორჯომის ცენტრალურ ადგილას, კერძოდ: გრ. რობაქიძის ქ. N5გ-ში, წყალმომარაგებისა და სოფლის მეურნეობის სერვის ცენტრის მიმდებარედ გრძელდება მრავალბინიანი, მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა.

აღნიშნული სამუშაოების დაწყებამდე ჩატარდა მიწის გეოლოგიური კვლევა, რის საფუძველზეც საძირკვლის ნიადაგში დამონტაჟდა 6 მეტრიანი ხიმინჯები, რაზეც განთავსდება შენობა.

კომპანიის მიერ კორპუსის მშენებლობა სწრაფი და ეფექტური ტემპებით გრძელდება. ამ ეტაპისთვის უკვე განხორციელდა მონოლითური რკინის ბეტონის 6 მეტრიანი ხიმინჯების ჩასმა, მიმდინარეობს მონოლითური რკინაბეტონის „როსტვერკების“ მოქსოვა/მოწყობა, ისხმება ბეტონი.

შესაბამისი სპეციალისტების მიერ გაცემული დასკვნის შესაბამისად ფუნდამენტი არის მყარი და გამძლეობის თვალსაზრისით 9 ბალიან მიწისძრაზე გათვლილი.