ახალი ბორჯომი

სამშენებლო კომპანია

2020-11-09

კურორტ „მზეთამზე“-ში ახალი პროექტი იგეგმება

სამშენებლო კომპანია „ახალი ბორჯომი" ინოვაციური პროექტის განხორციელებას ბორჯომის რაიონის კურორტ "მზეთამზე"-ში უახლოეს პერიოდში გეგმავს.
კომპანიის მიერ შერჩეულ მიწის ნაკვეთზე, პროექტით გათვალისწინებულია საცხოვრებელი კოტეჯების მშენებლობა.
პროექტის ერთ-ერთ უპირატესობას წარმოადგენს მისი ადგილმდებარეობა, უნიკალური მთის კლიმატი, დასვენებისთვის შესანიშნავი გარემო და რა თქმა უნდა კოტეჯების ლამაზი დიზაინი.
კოტეჯები გამორჩეული იქნება მშენებლობის ხარისხით, დახვეწილი პროექტირებით, არქიტექტურით და მიმზიდველი ვიზუალით.

კოტეჯებზე განთავსებული ტერასებიდან მთის ულამაზესი ხედები გადაიშლება, რომლითაც მობინადრეებს კომფორტის დამატებითი შეგრძნება ექნებათ.
ამასთანავე, კომპანია დიდ ყურადღებას აქცევს მშენებლობის ხარისხს, რაც გამოიხატება იმაში, რომ კოტეჯების მშენებლობა განხორციელდება კოპანიის მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პემზითა და ცემენტით დამზადებული ბლოკით, რომელიც მაღალი თბოიზოლაციის გარანტიას იძლევა.
კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია მაქსიმალურად გაითვალისწინოს მისი მომავალი მობინადრეების სურვილები და შექმნას ყველა პირობა მათივე კომფორტული ცხოვრებისთვის.
ჩვენ შევქმნით ჯანსაღ გარემოში, თქვენი ცხოვრებისთვისთვის იდეალურ პირობებს.
რატომ კურორტი "მზეთამზე"? რაში მდგომარეობს მისი უნიკალურობა?
კურორტი "მზეთამზე" წაღვერის თემში, ზღვის დონიდან 1250 მეტრზე მდებარეობს და ბორჯომიდან 18 კილომეტრითაა დაშორებული.
კურორტი "მზეთამზე" - ესაა ყველაზე  მზიანი დასახლება ხეობაში იგი  გამოირჩევა თავისი არაჩვეულებრივი  მდებარეობით და ბუნებრივი სილამაზით წლის ყველა სეზონზე.
ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მთის ლამაზი  ხედები, სამკურნალო თვისებებით გაჯერებული მინერალური წყალი და წიწვოვანი ტყეები იძლევა კლიმატოთერაპიის უნიკალურ საშუალებას.