ახალი ბორჯომი

სამშენებლო კომპანია

2020-09-25

კურორტ ,,ტბაზე'' ახალი პროექტი დაიწყო

კომპანიის მიერ, ახალი პროექტის ფარგლებში ბორჯომში, კერძოდ კურორტ ტბაზე საფუძველი ჩაეყარა ახალ მშენებლობას.

პროექტით გათვალისწინებულია ლოკაციაზე ჯამში 8 საცხოვრებელი ვილის აშენება.

ჩვენს მობინადრეებს კომფორტული ცხოვრებისთვის და ახალი სტანდარტების შესაბამისად ტერიტორიაზე დახვდებათ ღია ცის ქვეშ მოწყობილი საცურაო აუზი.

ამ ეტაპისთვის აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობის საწყისი სამუშაოები კერძოდ: უკვე დასრულდა ოთხი შენობის საძირკვლის მოწყობა, ჩაისხა ბეტონის ფუნდამენტი და შესრულდა ფილის ბეტონის ჩასხმითი სამუშაოები.

ჩვენი მისიაა შევქმნათ ღირებული პროდუქტი, რომელიც თავისი ხარისხით, ადგილმდებარეობით და ხელმისაწვდომობით  შეგიქმნით სრულყოფილებას.

პროექტის დასრულების შემდგომ ვილების მდებარეობა იქნება სწრაფად განვითარებად საკურორტო ზონაში, რის გამოც დღითიდღე მიმზიდველი და საინტერესო გახდება ინვესტირებისათვის.

კურორტის განსაკუთრებული მდებარეობა აძლევს ჩვენს კლიენტებს გარანტიას, რომ ულამაზესი ბუნების ხედები და მშვიდი გარემო ბინიდან არასდროს შეიცვლება.