ახალი ბორჯომი

სამშენებლო კომპანია

2022-03-23

კურორტ "ტბა"-ზე მშენებლობა წარმატებით მიმდინარეობს

ბორჯომის ხეობაში, კურორტ "ტბა"-ზე, ულამაზეს ბუნებაში, პროექტით გათვალისწინებული 8 საცხოვრებელი ვილის მშენებლობა წარმატებით მიმდინარეობს. 

აქედან 91.2 კვ.მ ფართის 4 ვილაში დასრულდა სარემონტო სამუშაოები, მოეწყო ჩაშენებული სამზარეულოები და ვილები მეპატრონესთვის გადასაცემად სრულიად გამზადებულია. ხოლო 109.2 კვ.მ ფართის 4 ვილაში ჩასმულია მეტალოპლასმასის კარ-ფანჯარა და აქტიურად მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები. პროექტით გათვალისწინებული, ეზოში განთავსებული ღია საცურაო აუზის მოწყობა/მოპირკეთება მიმდინარეობს, აუზით სარგებლობას ყველა მობინადრე შეძლებს.

იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიის მიერ მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს მშენებლობის ნებართვის ვადების მიხედვით, ვილების კომპლექსის ექსპლუატაციაში ჩაბარება მოხდება დათქმულ დროს - 2022 წლის ბოლოს.