ახალი ბორჯომი

სამშენებლო კომპანია

2021-06-16

კორპუსის მშენებობა აქტიურად მიმდინარეობს

სამშენებლო კომპანია „ახალი ბორჯომი"-ს მიერ, ქ. ბორჯომში, გრ. რობაქიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის პროცესი აქტიურად და სწრაფი ტემპებით გრძელდება.

ამ ეტაპისთვის დასრულებულია კორპუსის ბოლო მე-7 სართულის მშენებლობა;
მე-7 სართულის ჩათვლით ჩასმულია უმაღლესი ხარისხის შავი ფერის მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა;
მე-7 სართულის ჩათვლით სრულად განხორციელდა კომუნიკაციების: წყლის, კანალიზაციის და ელექტროენერგიის დაქსელვითი სამუშაოები;
უახლოეს მომავალში დაიწყება კორპუსის გაზმომარაგების გაყვანილობის პროცესი;
კორპუსის პირველ ორ სართულზე გაკეთდა აივნების რკინის დამცავი მოაჯირები;
აქტიურად მიმდინარეობს შენობის გარე ფასადის მოპირკეთება;
პარალელურ რეჟიმში ხორციელდება ფართების შიდა სარემონტო სამუშაოები.

იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიის მიერ მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს პროექტის ფარგლებში და გონივრულ ვადაში, შენობის ექსპლუატაციაში ჩაბარება მოხდება დათქმულ დროს - 2021 წლის სექტემბრის თვეში.

შეთანხმებისამებრ, ჩვენს მომავალ მესაკუთრეებს ბინები თეთრი კარკასის კონდიციაში ჩაბარდებათ კორპუსის ექსპლუატაციაში მიღების შემდგომ 2021 წლის დეკემბრის თვეში, ხოლო გარემონტებულ კონდიციაში ბინების ჩაბარება მოხდება 2022 წლის მარტის თვეში მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

კომპანია „ახალი ბორჯომი" გთავაზობთ, გახდეთ უპრეცედენტო პროექტში ერთ-ერთი ბინის მობინადრე, რომლის ანალოგიც საცხოვრებელი კორპუსის თვალსაზრისით ქ. ბორჯომში არ არის და არც იგეგმება. საცხოვრებელი აპატრამენტების შერჩევა შესაძლებელია ფართების, ხედების და სართულების მიხედვით.

თუ თქვენი არჩევანი ბორჯომია და ეძებთ ეკოლოგიურად სუფთა ადგილს, სიმშვიდეს და ლამაზ ხედებს ყველა აღნიშნული პირობა გათვალისწინებულია ჩვენს საცხოვრებელ კომპლექსში.

თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი, ფასები, გადახდის მორგებული პირობები და პროფესიონალთა გუნდი ეს ყველაფერი ჩვენს კომპანიაში აუცილებლად დაგხვდებათ.

თქვენ სწორი არჩევანი გააკეთეთ!! ვინაიდან სამშენებლო კომპანია „ახალი ბორჯომი" ქმნის ცხოვრების ახალ ელფერს თქვენი და თქვენი საყვარელი ოჯახის წევრებისთვის.

ამასთანავე გაცნობებთ, რომ კორპუსში საცხოვრებელი ბინების არჩევანი ნელ-ნელა მცირდება, ამიტომ იჩქარეთ რადგან გახდეთ ზუსტად იმ ბინის მფლობელი, როლის ხედიც და ფართიც უფრო მეტად კომფორტული და მისაღები იქნება თქვენთვის.