სამშენებლო კომპანია ,,ახალი ბორჯომი'' საკუთარი ინიციატივით ბორჯომის რაიონი, სოფელ ,,ქვაბისხევში'' წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის მამათა მონასტერში არსებული წმ.გიორგის სახელობის ტაძრის რეკონსტრუქცია-რესტავრაციას ახორციელებს.
ამჟამად მიმდინარეობს ეკლესიის სახურავის შეკეთება, ასევე ხდება ტაძრის დარღვეული კედლის აღდგენა და გასწორება კედლების შემკრავი რკინა-ბეტონის ქამრებით, რასაც კომპანია საკუთარი ხარჯებით აფინანსებს.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე აღდგენით სამუშაოებს კომპანიის დახმარებითა და თანადგომით შესაბამისი სპეციალისტები ახორციელებენ.
სარეაბილიტაციო პროცესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სახურავის, ტაძრის კედლების აღდგენა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს, რაც უახლოეს პერიოდში კომპანიის უშუალო თანამონაწილეობით სრულად დასრულდება.